

TIANDY IP კამერა TC-C320N 1CNC-28, 2 მპ, 2.8 მმ, Turret, მიკროფონით
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
TIANDY TC-C320N 1CNC-28 — AK2 სერიის 2 მპ IP კამერა Turret კორპუსით შესასვლელებში, დერეფნებში, საწყობებსა და სავაჭრო დარბაზებში დასაყენებლად. ობიექტივი 2,8 მმ მცირე მანძილზე ფართო კუთხეს იძლევა, დაშორებული კადრისთვის სხვა ფოკუსური მანძილი სჯობს. სენსორი 1/3" CMOS, დიაფრაგმა F2.0, IR განათება 30 მ-მდე, ჩაშენებული მიკროფონი, პლასტმასის კორპუსი. ქსელით უერთდება IP რეგისტრატორს ან კომუტატორს.



