

Dahua C3A — Wi-Fi კამერა, 3 მპ, IR 10 მ, ორმხრივი აუდიო
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
შიდა Wi-Fi კამერა კუბის ფორმის კორპუსში, იმართება ტელეფონის DMSS აპლიკაციით. 3 მპ (2304 × 1296), H.265, ფიქსირებული ობიექტივი, ხედვის კუთხე 99° ჰორიზონტალზე. კორპუსი ხელით ბრუნავს: 0–360°, დახრა -10…+70°; მაგნიტური ბაზა მონტაჟს ამარტივებს. ღამით IR განათება 10 მ-მდეა. აქვს მიკროფონი და დინამიკი, ადამიანებისა და შინაური ცხოველების აღმოჩენა, microSD 256 გბ-მდე, Wi-Fi 2,4 გჰც. მუშაობს მხოლოდ შენობაში, -10…+45 °C.



