

Teletek უსადენო კვამლის დეტექტორი Natron SD
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
უსადენო ოპტიკური კვამლის დეტექტორი, რომელიც Natron-ის სისტემას Natron WE-A ან WE-C კარიბჭით უერთდება, ამიტომ სასიგნალო კაბელი არ სჭირდება. ორმხრივი კავშირი (Beacon+) 868 მჰც-ზე, ღია ადგილას 1500 მ-მდე. ადგილზე აფრთხილებს ჩაშენებული 80 დბ ზუმერი და 360-გრადუსიანი LED. არის გახსნის სენსორი, მგრძნობელობის რეგულირება (მაღალი, ნორმალური, საშუალო, დაბალი) და სიგნალის ტესტი მონტაჟისას. ბატარეა 10 წლამდე, ამუშავებათა სიხშირის მიხედვით. EN 54-7, EN 54-25, IP30, 106 × 76 მმ.



