

Dahua HY-BD1 — სხივური კვამლის დეტექტორი, 10–100 მ, IP65
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
Dahua HY-BD1 არის სხივური (ხაზოვანი) კვამლის დეტექტორი: ბლოკი ოთახის გასწვრივ ოპტიკურ გზას აკონტროლებს და განგაშს იძლევა, როცა კვამლი სხივს ასუსტებს. გზის სიგრძე 10–100 მ, დაყენების სიმაღლე 6–12 მ (მაქსიმუმ 20 მ). იუსტირება და კალიბრება ავტომატური ან ხელით, სიმძლავრის სამი დონე; იძლევა „ხანძრის“ და „დაბრკოლების“ განგაშს. მუშაობს Dahua-ს მისამართულ მარყუჟთან ან რელეთი, ამიტომ მესამე მხარის სისტემებთანაც გამოდგება. 24 ვ DC, IP65, 117 × 152 × 85,5 მმ.



