

Dahua HY-CA340R — ჩვეულებრივი გაზის დეტექტორი, მეთანი/LPG, რელე NO/NC
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
უადრესო დეტექტორი ბუნებრივი გაზისა და პროპანისთვის (LPG): აკონტროლებს მეთანს (CH₄) ან პროპანს (C₃H₈), ტიპი ჯამპერით შეირჩევა, ორივე ერთდროულად ვერ მოწმდება. განგაშის ზღვარი 8% ± 3% ქვედა ასაფეთქებელი ზღვრისა, დიაპაზონი 0–100%, სენსორი პელისტორული. მეთანისას აფიქსირებენ ჭერზე (≤30 სმ), პროპანისას კედელზე იატაკიდან ≤30 სმ-ზე. მშრალი კონტაქტი NO ან NC, ასევე ჯამპერით. კვება 24 ვ DC. Φ100 × 46,3 მმ, 105 გ, −10…+55 °C.



