

Teletek მისამართული დეტექტორების პროგრამატორი SensoIRIS Programmer, B124 ბაზით
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
SensoIRIS Programmer არის ხელის პროგრამატორი Teletek-ის მისამართულ მოწყობილობებზე მისამართების მისანიჭებლად, TTE პროტოკოლით. მასში ჩაშენებულია სტანდარტული ბაზა SensoIRIS B124; კომპლექტშია SensoIRIS მოდულების დასაპროგრამებელი კაბელები და AC-DC ადაპტერი. შეიძლება ოთხი AA ელემენტითაც იმუშაოს (არ შედის). მენიუ მრავალენოვანია. ზომა 255 x 102 x 65 მმ, 260 გ. ეს მონტაჟის სერვისული ხელსაწყოა, სისტემის ნაწილი არ არის.



