

ვიდეოჩამწერი TP-Link VIGI NVR1008H
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
რვაარხიანი ჩამწერი მცირე ობიექტისთვის — მაღაზია, ოფისი ან საწყობი 8 IP-კამერამდე. შემომავალი გამტარუნარიანობა 80 მბიტ/წმ, გამავალი 60 მბიტ/წმ; დეკოდირება: 8 არხი 2 მპ-ზე, 4 არხი 4 მპ-ზე ან 2 არხი 8 მპ-ზე, 25 კად/წმ. ერთი SATA ბუდე დისკისთვის 16 ტბ-მდე (დისკი არ მოყვება), გამოსახულება ერთდროულად გადის HDMI-ით (4K/30 ჰც) და VGA-ით. PoE პორტი არ არის, ქსელის პორტი 10/100, ამიტომ კამერებს PoE კომუტატორი ან ინჟექტორები სჭირდება. ONVIF Profile S/T, H.265+.



