

ვიდეოჩამწერი TP-Link VIGI NVR1008H-8MP
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
რვაარხიანი ჩამწერი მცირე ობიექტისთვის — მაღაზია, ოფისი ან სახლი 8 IP-კამერამდე, რომლებიც პირდაპირ ჩამწერის PoE პორტებს უერთდება. პორტი 8-ია, 802.3af/at, PoE-ს საერთო ბიუჯეტი 113 ვტ, პორტზე 30 ვტ-მდე: რვა ჩვეულებრივ კამერას ეყოფა, მძლავრ PT-კამერებზე ბიუჯეტი სწრაფად ამოიწურება. არხზე 8 მპ-მდე, 80/60 მბიტ/წმ, H.265+; HDMI 3840×2160/30 ჰც და VGA, ერთი SATA ჩასადები, დისკის გარეშე ჩაწერა შეუძლებელია. სხვა მწარმოებლის კამერებისთვის მხოლოდ ONVIF Profile S.



