

Dahua XVR5116HS-I3 — ჰიბრიდული ვიდეოჩამწერი (XVR), 16 არხი, 5 მპ, 1 HDD
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
კომპაქტური 1U თექვსმეტარხიანი ჰიბრიდული ჩამწერი ერთი მყარი დისკით, 5 მპ-მდე HDCVI კამერებისთვის; AHD, TVI, CVBS და IP-საც უჭერს მხარს. WizSense ანალიტიკა ჩამწერზეა: SMD Plus 16 ანალოგურ არხზე (კამერის SMD — 24-ზე), ხაზის გადაკვეთისა და შეჭრის აღმოჩენა 4 არხზე, სახის ამოცნობა 2 არხზე (10 ბაზა, 10 000 გამოსახულება), QuickPick 2.0 2 არხზე, AI Coding 16 არხზე ჩანაწერის მოცულობის შესამცირებლად. აპლიკაცია — DMSS.



