

Dahua VTH5221DB-S2/VTH5221DW-S2 — IP და Wi-Fi შიდა მონიტორი 7", PoE, 6+8 განგაშის ზონა
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
VTH5221DB-S2 და VTH5221DW-S2 არის შიდა მონიტორები IP ვიდეოდომოფონისთვის, 7" ტევადობითი სენსორული ეკრანით (1024 × 600). ორივეს აქვს Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) და Ethernet 10/100; იკვებება 12 V DC-ით ან PoE-თი (802.3af), მუშაობისას 7 W-მდე. საუბარი ჩაშენებული დინამიკითა და მიკროფონით მიმდინარეობს; ვიდეო H.264, აუდიო G.711. პორტები: 6 სადენიანი და 8 უსადენო (433 MHz სენსორები) განგაშის ზონა, 1 გამოსასვლელი, RS-485. microSD 32 GB-მდე. კედელზე დასამაგრებელი, 215 × 140 × 21 მმ, 0,8 კგ, -10…+55 °C. მაგიდის სადგამად მწარმოებელი VTM59D-ს ასახელებს.



