

Dahua
Dahua PFA3300R — წყალგაუმტარი სამონტაჟო კოლოფი, IP66, Ø101 მმ, G3/4
33,85 ₾მარაგშია თბილისში
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
სამონტაჟო კოლოფი გარე კამერის მისაერთებლად და კაბელის შეერთების ადგილის დასაცავად ტენისგან. კორპუსი ალუმინის შენადნობისაა, დაცვის კლასი IP66, ზომა Ø101,2 × 48,2 მმ, ხრახნი G3/4. კოლოფი 3 კგ-მდე დატვირთვას უძლებს, იწონის 0,32 კგ და თეთრი ფერისაა. სამუშაო ტემპერატურა -40-დან +60 °C-მდეა. კამერასთან თავსებადობა მოდელის მიხედვით უნდა გადამოწმდეს.



