

Dahua LM22-H200 — მონიტორი 21.45", Full HD, VA, HDMI/VGA, დინამიკებით
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
Dahua LM22-H200 — VA მატრიცის 21.45 დუიმიანი მონიტორი, რომელიც გაჩერების გარეშე, დღე-ღამე მუშაობს და ჩამწერის სურათს აჩვენებს დაცვის პოსტზე, სალაროსთან ან ოფისში. გარჩევადობა 1920 × 1080, განახლება 100 ჰც, სიკაშკაშე 250 კდ/მ², კონტრასტი 3000:1, რეაგირება 6 მწმ, ხედვა 178° ჰორიზონტალზეც და ვერტიკალზეც. შესასვლელები: HDMI 1.4, VGA და აუდიო; ჩაშენებულია ორი 1.5 ვტ დინამიკი. იკვებება 12 ვ 2 ა ადაპტერით, 11 ვტ-ს მოიხმარს.



