

Dahua ASC3202B — დაშვების კონტროლერი, 2 RS-485 + 2 Wiegand წამკითხველი, PoE
მიწოდება თბილისში: დღესვე, თუ შეუკვეთავთ 17:00-მდე, სხვა შემთხვევაში — მომდევნო სამუშაო დღეს. უფასოდ 500 ₾-დან. მიწოდებისა და გადახდის პირობები
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
Dahua ASC3202B არის ქსელური დაშვების კონტროლერი ჩაშენებული ვებ-სერვერით. მთავარ რეჟიმში 19 ქვეკონტროლერს მართავს, ინახავს 1000 მომხმარებელს, 3000 ანაბეჭდს, 5000 Bluetooth ბარათს და 300 000 მოვლენას. უერთდება 2 RS-485 და 2 Wiegand წამკითხველი; ორი კარისთვის არის საკეტის მართვა, გასვლის ღილაკი და კარის სენსორი. კარი იღება ბარათით, პაროლით, ანაბეჭდით, Bluetooth-ით ან დისტანციურად. კვება 12 V DC ან PoE. მხოლოდ შენობის შიგნით.



