

Dahua
Dahua ARA24-W2(868) — უსადენო ბრელოკი სიგნალიზაციისთვის, 4 ღილაკი, 868 MHz
60,94 ₾არ არის მარაგში
შეკვეთის შემდეგ მენეჯერი დაგიკავშირდებათ, დაგიდასტურებთ მარაგსა და მიწოდების დღეს და გამოგიგზავნით ანგარიშ-ფაქტურას.
დავამონტაჟებთ და პულტს მივუერთებთ
AB Security-ის ტექნიკური განყოფილება შეარჩევს აღჭურვილობას ობიექტისთვის, დაამონტაჟებს და, თუ გსურთ, აიყვანს პულტის დაცვაზე.
აღწერა
ოთხღილაკიანი უსადენო ბრელოკი სიგნალიზაციის სამართავად: Home, Away, Disarm და SOS. ჰაბთან კავშირი ორმხრივია, 868.0–868.6 MHz-ზე, ღია სივრცეში 900 მ-მდე, დაცულია AES128-ით და სიხშირის გადახტომით. ერთი CR2032 ბატარეა 3 წელს გასტანს. ზომა 60 × 39,5 × 15 მმ, წონა 20 გ, გამოიყენება ოთახში -10…+55 °C-ზე. შეესაბამება EN 50131-ს, კლასი 2. გამოსაყენებლად ჰაბთან უნდა დაწყვილდეს.



